1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები ტექნიკურ ნორმებთან, სტანდარტებთან, შესაბამისობის შეფასებასთან და მათთან დაკავშირებულ ზომებთან მიმართებაში რეგულირდება ,,WTO-ს შეთანხმებით ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერების შესახებ’’.
2. მხარეები გააღრმავებენ ტექნიკური ნორმების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების დარგში ურთიერთანამშრომლობას ერთმანეთის სისტემების არსის უკეთ გაგების, თავიანთ ბაზრებზე შეღწევის გაადვილებისა და ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერების მოსპობის მიზნით. მხარეები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში კონსულტაციებს გამართავენ ერთმანეთთან ამ მუხლში დასახული მიზნების მისაღწევად.
3. თითოეული მხარე, მეორე მხარისაგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის ინფორმაციას სტანდარტების, ტექნიკური წესებისა და მსგავსი ზომების ცალკეული შემთხვევების შესახებ.
4. 1-ლი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები თანხმდებიან, ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართონ გადაუდებელი კონსულტაციები იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე მიიღებს ზომებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ან შექმნილი აქვთ ვაჭრობისთვის ხელშემშლელი ბარიერი, იმისთვის რათა მიაგნონ სათანადო გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება WTO-ს შეთანხმებასთან ’’ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ’’
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 25. ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები
თავი IV — სახელმწიფო მონოპოლიები, კონკურენციის წესები, გადახდები და სხვა ეკონომიკური დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. წარმოშობის წესები და თანამშრომლობა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის
- მუხლი 19. გადახდები და გადარიცხვები
- მუხლი 20. კონკურენციის წესები, რომლებიც საწარმოებს შეეხება
- მუხლი 21. სუბსიდიები
- მუხლი 22. ინტელექტუალური საკუთრების უფლებანი
- მუხლი 23. სახელმწიფო მონოპოლიები
- მუხლი 26. მომსახურებებით ვაჭრობა
- მუხლი 27. ერთობლივი კომიტეტის შექმნა
- მუხლი 30. ვალდებულებათა შესრულება
- მუხლი 31. შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად
- მუხლი 32. დავების მოგვარება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 25, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-25/