1. ამ შეთანხმების მხარეები გასწევენ და უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ადეკვატურ, ქმედით და არადისკრიმინაციულ დაცვას, იმ ზომების ჩათვლით, რომლებიც მიმართულია ამგვარი უფლებებით სარგებლობის დაცვაზე მათი ხელყოფის, ფალსიფიკაციისა და მეკობრეობისაგან, თანახმად ამ მუხლისა და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების დებულებებისა.
2. ამ შეთანხმების მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჯიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ისინი თავიანთ საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებენ. ამ ვალდებულებების გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სავაჭრო ასფექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-3 მუხლის ძირითად დებულებებთან.
3. ამ შეთანხმების მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელიც მათ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიანიჭეს. ამ ვალდებულებების გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სავაჭრო ასპექტების შესახებ შეთანხმებების’’ (TRIPS), კერძოდ კი მისი მე-4 და მე-5 მუხლების, ძირითად დებულებებთან.
4. მხარეები რეგულერულად განიხილავენ ამ მუხლის რეალიზაციას, თუ ადგილი ექნა პრობლემებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ვაჭრობის პირობებზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით გაიმართება სასწრაფო კონსულტაციები ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებათა მისაღწევად