1. ქვემოთჩამოთვლილნი შეუთავსებელია ამ შეთანხმების სათანადო ფუნქციონირებასთან, იმდენად რამდენადაც მათ შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ მხარეთა შორის ვაჭრობაზე:
a) ყველა სახის შეთანხმება საწარმოთა შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საწარმოთა შორის შეთანხმებული პრაქტიკული მეთოდები, რომელთა მიზანიც ან შედეგიც არის კონკურენციის არდაშვება, შეზღუდვა ან დამახინჯება;
b) მხარეთა მთელს ტერიტორიებზე ან მათს მნიშვნელოვან ნაწილზე მოპოვებული გაბატონებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ერთი ან მეტი საწარმოს მიერ;
c) ნებისმიერი სახელმწიფოს დახმარება, რომელიც კონკურენციას ამახინჯებს ან დამახინჯების საფრთხეს უქმნის იმით, რომ ხელს უწყობს გარკვეულ საწარმოებს ან გარკვეული საწონლის წარმოებას.
2. ერთობლივი კომიტეტი, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებს აუცილებელ წესებს 1-ლი პუნქტის სარეალიზაციოდ, ამ წესების მიღებამდე, 1.c) პუნქტის რეალიზაციასთან მიმართებაში გამოიყენება 21-ე მუხლის დებულებები.
3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს გამჭვირვალობას სახელმწიფო დახმარების სფეროში, მათ შორის იმით, რომ მეორე მხარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული დახმარების საერთო ოდენობისა და განაწილების თაობაზე და იმით, რომ, მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის ინფორმაციას ფინანსური დახმარების პროგრამების შესახებ. ერთ-ერთი მხარის მიერ გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე, მეორე მხარე მიაწვდის ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების ცალკეული შემთხვევების შესახებ.
4. თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ ესა თუ ის კონკრეტული პრაქტიკა შეუთავსებელია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობებთან, და:
a) ადეკვატურად ვერ რეგულირდება მე-2 პუნქტში მოხსენებული რეალიზაციის წესების მიხედვით, ან
b) ამგვარი წესების არარსებობის შემთხვევაში, და თუკი ამგვარი პრაქტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ან მიყენების საფრთხეს უქმნის მეორე მხარის ინტერესს ან მატერიელურ ზარალს აყენებს ან მიყენების საფრთხეს უქმნის მის საშინაო მრეწველობას, მომსახურებათა არგის ჩათვლით.
მას შეუძლია მიიღოს სათანადო ზომები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართული კონსულტაციის შემდეგ, ან ამგვარ კონსულტაციის მოთხოვნით მიმართვიდან ოცდაათი სამუშაოს დღის შემდეგ. 1.c) პუნქტთან შეუთავსებელ პრაქტიკებთან დაკავშირებით, ამგვარი სათანადო ზომები, როდესაც მათ მიმართ გამოყენებადია WTO-ს წესები, შეიძლება მირებულ იქნეს მხოლოდ იმ პროცედურების თანახმად და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებიც დადგენილია WTO-ს მიერ, ანდა მისი ეგიდით შეთანხმებული და მხარეთა მიმართ გამოყენებადი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის მიერ.
5. მიუხედავად საპირისპირო ხასიათის ნებისმიერი დებულებებისა, მიღებულისა ამ მუხლის თანახმად, ინფორმაციის გაცვლისას მხარეები მხედველობაში მიიღებენ შეზღუდვებს, რომლებიც პროფესიული და კომერციული საიდუმლოს დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 20. კონკურენციის წესები, რომლებიც საწარმოებს შეეხება
თავი IV — სახელმწიფო მონოპოლიები, კონკურენციის წესები, გადახდები და სხვა ეკონომიკური დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ხუთი წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. დამცავი ზომები
- მუხლი 15. რეექსპორტი და სერიოზული დეფიციტი
- მუხლი 16. ზოგადი გამონაკლისები
- მუხლი 17. საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სირთულეები
- მუხლი 18. წარმოშობის წესები და თანამშრომლობა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის
- მუხლი 19. გადახდები და გადარიცხვები
- მუხლი 21. სუბსიდიები
- მუხლი 22. ინტელექტუალური საკუთრების უფლებანი
- მუხლი 23. სახელმწიფო მონოპოლიები
- მუხლი 25. ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები
- მუხლი 26. მომსახურებებით ვაჭრობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 20, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-20/