1. როდესაც მე-6 და მე-7 მუხლების დებულებათა შესრულებას შედეგად მოაქვს:
a) რეექსპორტი ისეთი მესამე ქვეყნის მიმართულებით, რომლის წინააღმდეგაც ექსპორტიორ მხარეს, აღნიშნულ პროდუქტთან მიმართებაშჳ, შემოღებული აქვს რაოდენობრივი საექსპერტო შეზღუდვები, საექსპორტო ბაჟები ან ეკვივალენტური მოქმედების მქონე ზომები ან მოსაკრებლები; ან b) ექსპორტიორი მხარისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროდუქტის სერიოზული დეფიციტი ან მისი საფრთხე; და როდესაც ზემოთ ხსენებულ სიტუაციებს მნიშვნელოვანი სირთულეები მოაქვს ან შეუძლია მოუტანოს ექსპორტიორ მხარეს, ამ მხარეს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები თანახმად მე-2 პუნქტში მოყვანილი პროცედურებისა.
2. 1-ლ პუნქტში მოხსენებული სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი სირთულეები განსახილველად წარედგინება ერთობლივ კომიტეტს. კომიტეტს შეუძლია მიიღოს სირთულეთა აღმოსაფხვრელად საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუ იგი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საკითხის მისთვის განსახილველად გადაცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, ექსპორტიორ მხარეს შეუძლია სათანადო ზომები გაატაროს შესაბამისი პროდუქტის ექსპორტირებასთან მიმართებაში. ზომები არადისკრიმინაციული უნდა იყოს და გაუქმდეს, როდესაც პირობები მათს არსებობას აღარ გაამართლებს
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 15. რეექსპორტი და სერიოზული დეფიციტი
თავი III — საერთო დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ოცდაათი დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 171. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა
- მუხლი 258. დროებითი რეექსპორტი შემდგომი დამუშავებისთვის
- მუხლი 274. რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარდგენა
- მუხლი 24. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელ
- მუხლი 270. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის რეექსპორტი
- მუხლი 161. რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. შეღავათების გაცვლა
- მუხლი 10. სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომები
- მუხლი 11. შიდა საგადასახადო დაბეგვრა
- მუხლი 12. სხვა შეთანხმებებით რეგულირებული სავაჭრო ურთიერთობანი
- მუხლი 13. დემპინგი
- მუხლი 14. დამცავი ზომები
- მუხლი 16. ზოგადი გამონაკლისები
- მუხლი 17. საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სირთულეები
- მუხლი 18. წარმოშობის წესები და თანამშრომლობა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის
- მუხლი 19. გადახდები და გადარიცხვები
- მუხლი 20. კონკურენციის წესები, რომლებიც საწარმოებს შეეხება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 15, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-15/