1. ამ შეთანხმების მხარეები აცხადებენ თავიანთი მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყონ, იმდენად რამდენადაც მათი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ამის საშუალებას იძლევა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებას და პერიოდულად განიხილონ ეს საკითხი ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე.
2. ამ მიზნის მისაღწევად მხარეთა შორის დაიდო ოქმი I, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ შეღავათებს, რომლებიც ამ შეთანხმების მიხედვით არის მინიჭებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის გასაადვილებლად.
3. ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობის როლს თავიანთ ეკონომიკაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის განვითარებას, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მაღალ მგრძნობიარობას, თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის წესებსა და WTO-ს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის განვითარებას, მხარეები ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე შეისწავლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ურთიერთვაჭრობაში დამატებითი შეღავათების მინიჭების შესაძლებლობებს.
4. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის ან მიღებული ზომების იმ ცვლილებათა შესახებ, რომელთაც გავლენა შეუძლიათ იქონიონ მხარეთა შორის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პირობებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაშია გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის მოტხოვნით, სიტუაციის შესასწავლად გაიმართება სასწრაფო კონსულტაციები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 9. შეღავათების გაცვლა
თავი II — ძირითადი სასოფლო-სამეურნეო. დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მიზნები
- მუხლი 2. ძირითადი გადასახადების და საქონლის კლასიფიკაცია
- მუხლი 3. მოქმედების სფერო
- მუხლი 6. ექსპორტზე საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები
- მუხლი 7. ექსპორტ-იმპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვები და მისი მოქმედების ზომები
- მუხლი 8. მოქმედების სფერო
- მუხლი 10. სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომები
- მუხლი 11. შიდა საგადასახადო დაბეგვრა
- მუხლი 12. სხვა შეთანხმებებით რეგულირებული სავაჭრო ურთიერთობანი
- მუხლი 13. დემპინგი
- მუხლი 14. დამცავი ზომები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 9, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-9/