1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები თანმიმდევრულად შექმნიან მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ამ შეთანხმების ებულებათა თანახმად და GATT 1994-ის XXIV მუხლისა და სასაქონლო ვაჭრობის თაობაზე სხვა მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც თან ერთვის შეთანხმებას WTO-ს დაფუძნების შესახებ.
2. ამ შეთანხმების მიზნებია:
a) მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება ორი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად;
b) სასაქონლო ვაჭრობასთან დაკავშირებული სიძნელეებისა და შეზღუდვების აღმოფხვრა;
c) მხარეთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების გზით;
d) მხარეთა შორის ვაჭრობისას სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა;
e) პირობების შექმნა ინვესტიციების შემდგომი წახალისებისათვის, განსაკუთრებით კი ორივე ქვეყანაში ერთობლივი ინვესტიციების განვითარებისათვის;
f) მესამე ქვეყნების ბაზრებზე მხარეთა შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა;
g) მსოფლიო ვაჭრობის განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობა ვაჭრობაში ბარიერების აღმოფხვრის გზით