ამ თავის დებულებები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქტების მიმართ, რომლებიც საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 25-97 თავებში შედის, ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტების გამოკლებით.
მუხლიუ 4. იმპორტზე საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები
1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები დსა მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები.
2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებენ იმპორტზე დამატებით ახალ საბაჟო გადასახადებს ან მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლებს