1. ამ თავისდებულებები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო, დამუშავებული სასოფლო სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტების მიმართ.
2. ტერმინი ,,ძირითადი სასოფლო-სამეურნეო, დამუშავებული სასოფლო- სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტები’’ (შემდგომში ,,სასოფლო სამეურნეო პროდუქტებად’’ წოდებული) ამ შეთანხმების ფარგლებში ნიშნავს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 01-24 თავებში შემავალ პროდუქტებსა და ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტებს