1.
მხარეები, ამ თავით და XV დანართი და მათში გათვალისწინებული საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზრვრული დებულებების შესაბამისად, ანიჭებენ და უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადეკვატურ, ეფექტურ და არადისკრიმინაციულ დაცვას და ასევე განსაზღვრავენ აღსრულების მექნიზმებს ამ უფლებების დარღვევის, მათშორის კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ.

2.
მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ საკუტარი მოქალაქეებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს. ამ ვალდებულებიდან ნებისმიერი გამონაკლისი უნდა შეესაბამებოდეს ინტელექტურალური საკუთრების უფლებების სავაჭრო ასპექტების შესახებ ვმო-ს შეთანხმების (შემდგომში „TRIPS შეთანხმება“) მუხლის მე-3 და მე-5 არსებით დებულებებს.

3.
მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არა წევრო მოქალაქეებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს. ამ ვალდებულებიდან ნებისმიერი გამონაკლისი უნდა შეესაბამებოდეს TRIPS-ის შეთანხმების არსებით დებულებებს, კერძოდ მუხლებს მე-4 და მე-5.

4.
მხარები თანხმდებიან, რომ რომელიმე მხარის მიერ ერთობლივი კომიტეტისათვის თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, გადახედავენ ამ თავითა და XV დანართით გათვალისწინებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის დებულებებს, რათა სრულყონ დაცვის ხარისხი და თავიდან აიცილონ ან გამოასწორონ ვაჭრობაში არსებული დისბალანსი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის არსებული დონის შედეგადაა გამოწვეული.

თავი 8

სახელმწიფო შესყიდვე