ელექტრონული საშუალებების გამოყენება

1. მხარეები შეძლებისდაგვარად ეცდებიან, გამოიყენონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები, რათა ეფექტურად გაავრცელონ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, განსაკუთრებით, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სატენდერო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით.

2.
ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებისას, შემსყიდველი დაწესებულება:

(a) უზრუნველყოფს შესყიდვის განხორციელებისას ისეთი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის, ინფორმაციის აუთენტიპიკაციასთან და შიფრაციასთან დაკავშირებული სისტემების, გამოყენებას, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია და თავსებადია სხვა ხელმისაწვდომ საინფორმაციო ტექნოლოგიურ სისტემებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან;

(b) იყენებს მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტენდერში მონაწილეობის მიღების თაობაზე განაცხადებისა და სატენდერო წინადადებების დაცულობას, მათი მიღების თარიღის დადგენისა და მათზე უნებართვო დაშვების თავიდან აცილების ჩათვლი