განმარტებები

ამ თავის მიზნებისთვის:

(a) „კომერციული საქონელი ან მომსახურება“ ნიშნავს საქონელს ან მომსახურებას, რომელიც, როგორც წესი, იყიდება ან შეთავაზებულია გასაყიდად თავისუფალ ბაზარზე და რომელსაც, ჩვეულებრივ, ყიდულობენ მყიდველები არასახელმწიფო მიზნებისთვის;

(b) „სამშენებლო მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომლის მიზანია ნებისმიერი საშუალებით სამოქალაქო ან სამშენებლო სამუშოების განხორციელება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
პროდუქტების პირობითი ცენტრალური კლასიფიკაციის CPC 51 დანაყოფისა და
კლასიფიკატორის შესაბამისი დანაყოფების CPV ჯგუფების, კლასებისა და კატეგორიების საფუძველზე;

(c) „დღე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს;

(d) „ელექტრონული აუქციონი“ გულისხმობს იტერაციულ პროცესს, რომელიც იყენებს ელექტრონულ საშუალებებს, რათა მიმწოდებლებმა წარმოადგინონ ახალი ფასები ან შეფასების ახალი არასაფასო კრიტერიუმებითვლადი ელემენტებისთვის, ან ორივე, რაც სატენდერო წინადადებების რანჟირებას ან ხელახალ რანჟირებას იწვევს.

(e) „წერილობით ან წერილობითი ფორმით“ ნიშნავს ნებისმიერ, სიტყვებით ან რიცხვებით გამოხატულ ტექსტს, რომლის წაკითხვა, რეპროდუცირება და შემდგომში გაგზავნა შესაძლებელია, მათ შორის ელექტრონულად გაგზავნისა და ინფორმაციის შენახვის ჩათვლით;

(f) „ლიმიტირებული ტენდერი“ ნიშნავს შესყიდვის მეთოდს, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უკავშირდება მის მიერ არჩეულ მიმწოდებელს ან მიმწოდებლებს;

(g) „ზომა“ ნიშნავს ნებისმიერ კანონს, რეგულაციას, პროცედურას, ადმისიტრაციულ მითითებას ან პრაქტიკას, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმებით რეგულირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან;

(h) „მრავალჯერადი გამოყენების სია“ ნიშნავს იმ მიმწოდებლების სიას, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციის აზრით აკმაყოფილებენ ამ სიაში შეტანისთვის გათვალისწინებულ პირობებს და რომლის გამოყენებასაც შემსყიდველი ორგანიზაცია ერთზე მეტჯერ აპირებს;

(i) „შეტყობინება განზრახული შესყიდვისათვის“ ნიშნავს შეტყობინებას, რომლის გამოქვეყნებითაც შემსყიდველი ორგანიზაცია იწვევს დაინტერესებულ მიმწოდებლებს, რათა მათ წარადგინონ განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე ან სატენდერო წინადადება ან ორივე;

(j) „შეტყობინება დაგეგმილი შესყიდვის“ ნიშნავს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებას შესყიდვებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე;

(k) „ოფსეტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირობას ან ვალდებულებას, რომელიც სტიმულს აძლევს ადგილობრივ განვითარებას ან აუმჯობესებს მხარის საგადამხდელო ბალანისის ანგარიშებს, კერძოდ, ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებას, ტექნოლოგიების ლიცენზირებას, ინვესტიციებს, შემხვედრ ვაჭრობასა და მსგავს ქმედებებს ან მოთხოვნებს;

(l) „ღია ტენდერი“ ნიშნავს შესყიდვის მეთოდს, როდესაც ყველა დაინტერესებულ მიმწოდებელს შეუძლია სატენდერო წინადადების წარდგენა;

(m) „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

(n) „შემსყიდველი ორგანიზაცია“ ნიშნავს პირს, რომელიც განსაზღვრულია XVI დანართის 1- 3 დამატებებში;

(o) „კვალიფიციური მიმწოდებელი“ ნიშნავს მიმწოდებელს, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის აზრით აკმაყოფილებს ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო პირობებს;

(p) „შერჩევითი ტენდერი“ ნიშნავს შესყიდვის მეთოდს, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერში მონაწილეობისთვის მხოლოდ კვალიფიციურ მიმწოდებლებს იწვევს;

(q) „მომსახურება“ მოიცავს სამშენებლო მომსახურებას, თუ სხვაგვარად არაა განსაზღვრული;

(r) „სტანდარტი“ ნიშნავს აღიარებული ორგანოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელიც საერთო და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა გათვალისწინებული და მოიცავს წესებს, სახელმძღვანელო პრინციპებს ან საქონლისა და მომსახურებების მახასიათებლებს, ან მათთან დაკავშირებულ პროცესებს და წარმოების მეთოდებს, და რომელთა დაცვაც სავალდებულო არ არის. იგი შეიძლება მოიცავდეს ან ეხებოდეს მხოლოდ ტერმინოლოგიას, სიმბოლოებს, შეფუთვის, მარკირების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს, რამდენადაც ისინი ეხება საქონელს, მომსახურებას, პროცესებსა ან წარმოების მეთოდებს;

(s) „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ან შეუძლია უზრუნველყოს საქონლის ან მომსახურების მიწოდება;

(t) „ტექნიკური სპეციფიკაცია“ ნიშნავს ტენდერის მოთხოვნებს, რომლებიც:

(i) განსაზღვრავს შესასყიდი საქონლის ან მომსახურების მახასიათებლებს, მათ შორის, ხარისხს, საექსპლუატაციო მახასიათებლებს, უსაფრთოების მახასიათებლებს, გაბარიტებს ან საქონლის ან მომსახურების წარმოების პროცესებს ან მიწოდების მეთოდებს; ან

(ii) ეხება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, სიმბოლოებს, შეფუთვის, მარკირების ან ეტიკეტირების მოთხოვნებ