გამჭვირვალობა
კანონები, რეგულაციები, სასამართლო გადაწყვეტილებები და საერთო გამოყენების ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალაში შევიდა რომელიმე მხარის ქვეყანაში, აგრეთვე მხარეებს შორის დადებული მოქმედი ნებისმიერი შეთანხმება, რომლებიც გავლენას ახდენს ამ თავით გათვალისწინებულ საკითხებზე, დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს ან სხვაგვარად გასაჯაროვდეს ისეთი ფორმით, რომ მხარეებმა და მათმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა შეძლონ მათი გაცნობა. ეს შეთანხმება არ აიძულებს მხარეს გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან რომლის გამჟღავნებაც ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად წინააღმდეგობაში მოვა საზოგადოებრივ ინტერესებთან, ან რომელიც ზიანს მიაყენებს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული დაწესებულების ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებ