ძირითადი პერსონალი
1.
თითოეული მხარე, საკუთარი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, მეორე მხარის ფიზიკურ პირებსა და მეორე მხარის ფიზიკური ან იურიდიული დაწესებულებების მიერ დაქირავებულ ძირითად პერსონალს აძლევს საკუთარ ტერიტორიაზე დროებით შესვლისა და დარჩენის უფლებას, რათა მათ განახორციელონ კომერციულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის, რეკომენდაციების გაცემა ან ძირითადი ტექნიკური მომსახურების გაწევა.
2.
თითოეული მხარე, საკუთარი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქების შესაბამისად, ნებას რთავს მეორე მხარის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს და მათ კომერციულ წარმომადგენლობას, ამ წარმომადგენლობის საქმიანობასთან დაკავშირებით აიყვანონ ნებისმიერი ძირითადი პერსონალი ფიზიკური ან იურიდიული დაწესებულების სურვილისამებრ, მიუხედავად ეროვნებისა ან მოქალაქეობისა, იმ პირობით, რომ ასეთ ძირითად პერსონალს მიღებული აქვს ნებართვა შევიდეს, დარჩეს და იმუშაოს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე და რომ მისი დასაქმება შეესაბამება ამგვარი ძირითადი პერსონალისთვის გაცემული ნებართვის პირობებსა და ვადებს.
3.
მხარეები, საკუთარი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, საკუთარ ტერიტორიაზე დროებითი შესვლისა და გაჩერების უფლებას აძლევენ და საჭირო დოკუმენტებით უზრუნველყოფენ იმ ფიზიკური პირის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს, რომელსაც მიეცა ქვეყანაში დროებითი შესვლის, ყოფნისა და მუშაობის უფლება პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს უფლება აქვთ, ქვეყანაში დარჩნენ იმ ვადით, რა ვადითაც აღნიშნული პირი რჩება ამ ქვეყანაშ