რეგულირების უფლება

1.
ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, მხარეს შეუძლია არადისკრიმინაციული ფორმით მიიღოს, შეინარჩუნოს ან განახორციელოს ნებისმიერი ზომა, საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ზომები ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, ან გონივრული ზომები კეთილგონივრული მიზნებისთვის.

2.
მხარემ არ უნდა თქვას უარი ან სხვაგვარად აარიდოს თავი, ან არ უნდა შესთავაზოს სხვას უარის თქმა ან გადახვევა ასეთი ზომებისგან, როგორიცაა მეორე მხარის ან მესამე მხარის კომერციული წარმომადგებლობების საკუთარ ტერიტორიაზე დაფუძნების, შესყიდვის, გაფართოების ან შენარჩუნების წახალისებ