განმარტებები

ამ თავის მიზნებისათვის:

(a) „იურიდიული დაწესებულება“ ნიშნავს კომერციული ან სხვა მიზნით შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ ან სხვაგვარად ორგანიზებულ, კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ნებისმიერ იურიდიულ პირს, ნებისმიერი კორპორაციის, ამხანაგობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური საწარმოს, ასოციაციების ჩათვლით;

(b) „მხარის იურიდიული პირი“ ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც დაარსებული ან სხვაგვარად ორგანიზებულია მხარის კანონმდებლობის მიხედვით და ამ მხარის ტერიტორიაზე არსებით სამეწარმეო საქმიანობას ეწევა;

(c) „ფიზიკური პირი“ ნიშნავს პირს, რომელიც არის მხარის მოქალაქე ან მუდმივი მცხოვრები, მხარის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით;

(d) „კომერციული წარმომადგენლობა“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციულ საწარმოს, რომელიც იქმნება:

(i) იურიდიული დაწესებულების დაარსების, შესყიდვის ან შენარჩუნების გზით; ან

(ii) ფილიალის ან წარმომადგენლობის დაარსების ან შენარჩუნების გზით,მეორე მხარის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლა