სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები
1.
თითოეული მხარე ადგენს მის მიერ მუხლებით 5.5, 5.6, 5.7 ნაკისრი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილებს. იმისდა მიხედვით, თუ რომელ სექტორშია ნაკისრი ეს ვალდებულებები, თითოეული ცხრილი განსაზღვრავს:
(a) ბაზარზე დაშვების ვადებს, შეზღუდვებსა და პირობებს;
(b) ეროვნული რეჟიმის პირობებსა და კვალიფიკაციას;
(c) მუხლით 5.7 განსაზღვრულ დამატებით ვალდებულებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
(d) საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი ვალდებულებების განხორციელების ვადებსა და ამგვარი ვალდებულებების ძალაში შესვლის თარიღს.
2.
ზომები, რომლებიც არ შეესაბამება არც მუხლს 5.5 და არც მუხლს 5.6, უნდა განიხილებოდეს GATS-ის XX მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
3.
მხარეების სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები მოცემულია VIII დანართშ