შიდა რეგულირება
1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების ყველა ზომა, რომელიც მომსახურებით ვაჭრობაზე ახდენს გავლენას, განხორციელდეს გონივრულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.
2.
თითოეული მხარე ინარჩუნებს ან მაქსიმალურად მოკლე ვადაში ქმნის სასამართლო ორგანოებს, საარბიტრაჟო ან ადმინიტრაციულ სასამართლოებს ან პროცედურებს, რომლებიც მეორე მხარის დაზარალებული მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნით, უზრუნველყოფს მომსახურებით ვაჭრობის დამაზიანებელი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების უსწრაფესად განხილვას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ანაზღაურებას. თუ ამგვარი პროცედურები ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი სააგენტოსგან დამოუკიდებელი არ არის, მხარე უზრუნველყოფს, რომ პროცედურები რეალურად ობიექტურ და მიუკერძოებელ განხილვას უზრუნველყოფდეს.
3.
თუ მომსახურების მიწოდებისთვის მხარე ნებართვას ითხოვს, ამ მხარის უფლებამოსილი ორგანოები, მას შემდეგ, რაც განცხადების წარდგენა ამ მხარის ადგილობრივი კანონმდებლობითა და მარეგულირებელი ნორმებით დასრულებულად ჩაითვლება, განმცხადებელს გონივრულ ვადაში აუწყებენ განცხადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მხარის უფლებამოსილი ორგანოები მომთხოვნ პირს დაუყოვნებლივ აწვდიან ინფორმაციას განცხადების სტატუსის შესახებ.
4.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და ლიცენზირების მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებული ზომები, მომსახურების ყველა სექტორში, ეფუძვნებოდეს ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, როგორიცაა კომპეტენტურობა და მომსახურების მიწოდების უნარი.
5.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და ლიცენზირების მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებული ზომების შედეგად მომსახურებით ვაჭრობაში ზედმეტი ბარიერების შექმნის გამოსარიცხად, ერთობლივი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, წინამდებარე შეთანხმებაში ასახოს ვმო-ში GATS-ის VI მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ნებისმიერი დისციპლინა. მხარეებს შეუძლიათ, ერთობლივად ან ორმხრივად, მიიღონ დამატებითი დისციპლინების შემუშავების გადაწყვეტილება.
6.
(a) სექტორებში, რომლებშიც მხარეს გააჩნია სპეციფიკური ვალდებულებები, ამ სექტორებისთვის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვმო-ის დისციპლინების, ან მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, ერთობლივად ან ორმხრივად შემუშავებული დისციპლინების წინამდებარე შეთანხმებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარე არ იყენებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებსა და ლიცენზირების მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლებიც აუქმებს ან ზიანს აყენებს ამგვარ სპეციფიკურ ვალდებულებებს იმგვარად, რომ:
(i)
ისინი უფრო დამამძიმებელი ხდება, ვიდრე მომსახურების ხარისხის უზრუნველმყოფელი, ხოლო
(ii)
ლიცენზირების პროცედურები თავისთავად წარმოადგენს მომსახურების მიწოდების შეზღუდვას.
(b) იმის დასადგენად, ასრულებს თუ არა მხარე (a) ქვეპუნქტით გასაზღვრულ ვალდებულებას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც ეს მხარე იყენებს. ამ თავის მიზნებისათვის, „შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები“ საერთაშორისო ორგანოებს, რომელთა წევრობაც შეუძლიათ ყველა მხარის შესაბის ორგანოებს.
7.
მეორე მხარის სპეციალისტების კომპეტენციის დასადგენად თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადეკვატური პროცედურების არსებობა