კონსულტაციები

კონსულტაციები ჩატარდება იმ მხარის მოთხოვნით, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე მხარის მიერ გატარებულმა ზომებმა დააბრკოლა ან სავარაუდოდ დააბრკოლებს ვაჭრობას. ამგვარი კონსულტაციები ტარდება მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავალის პოვნის მიზნით. ერთერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაშიასეთი კონსულტაციები უნდა გაიმართოს ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში . მალფუჭებადი პროდუქტების შემთხვევაში, კონსულტაციები უფლებამოსილ ორგანოებს შორის ტარდება დაუყოვნებლივ. ამგვარი კონსულტაციების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი შეთანხმებული მეთოდი