რეგულირების სფერო და დაფარვის არეალი

1.
ეს თავი ეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მომსახურებით ვაჭრობაზე და რომელთაც ატარებენ ცენტრალური, რეგიონალური ან ადგილობრივი მთავრობები ან ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანოები ცენტრალური, რეგიონალური ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ეს ეხება მომსახურების ყველა სექტორს.

2.
რაც შეეხება საჰაერო გადაზიდვის მომსახურებას, ეს თავი არ ეხება ზომებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ უფლებებზე ან ზომებს, რომლებიც ზეგავლენას ახდებს საჰაერო მიმოსვლის უფლებების განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებაზე, გარდა საჰაერო გადაზიდვის მომსახურების შესახებ GATS-ის დანართის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა. საჰაერო გადაზიდვის მომსახურების შესახებ GATS-ის დანართის მე-6 პუნქტში მოცემული განმარტებები ასახულია ამ თავში და წარმოადგენს მის ნაწილს.

3.
მუხლები 5.4, 5.5 და 5.6 არ ეხება კანონებს, რეგულაციებს ან მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებს სამთავარობო უწყებების მიერ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო მიზნებისათვის და არა ბაზარზე გადაყიდვისთვის ან ბაზარზე გაყიდვის მიზნით მომსახურების მიწოდებისთვი