წინამდებარე შეთანხმებაში GATS-ის დებულებების ასახვა

იქ, სადაც ამ თავის დებულებები მიუთითებს, რომ GATS-ის ესა თუ ის დებულება ასახულია ამ თავში და მის ნაწილს წარმოადგენს, GATS-ის დებულებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა შემდეგნაირად უნდა იქნეს გაგებული:

(a) „წევრი“ ნიშნავს მხარეს;

(b) „ცხრილი“ ნიშნავს მუხლში 5.18 მითითებულ და VIII დანართში მოცემულ ცხრილს;

(c) „სპეციფიკური ვალდებულება“ ნიშნავს მუხლში 5.18 მითითებულ გრაფიკში გათვალისწინებულ სპეციფიკურ ვალდებულება