აღიარება
1.
მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის, ლიცენზირების ან სერტიფიცირების შესაბამისი სტანდარტების ან კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით, თითოეული მხარე სათანადოდ განიხილავს მეორე მხარის ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ეხება მეორე მხარის ქვეყანაში მიღებული ცოდნის ან გამოცდილების აღიარებას, შესრულებულ მოთხოვნებს, ან გაცემულ ლიცენზიებსა და სერტიფიკატებს. აღიარება შეიძლება ეფუძნებოდეს ამ სხვა მხარესთან ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, ან სხვა შემთხევაში მიენიჭოს ავტომატურად.
2.
როდესაც მხარე, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, აღიარებს არა-მხარის ტერიტორიაზე მიღებულ ცოდნას ან გამოცდილებას, შესრულებულ მოთხოვნებს ან გაცემულ ლიცენზიებსა თუ სერთიფიკატებს, ეს მხარე მეორე მხარეს აძლევს ადეკვატურ შესაძლებლობას, მოპალარაკებები აწარმოოს ამგვარ არსებულ ან სამომავლო ხელშეკრულებასთან ან შეთანხმებასთან მისაერთებლად, ან მოლაპარაკება აწარმოოს მასთან მსგავსი ხელშეკრულების ან შეთანხმების თაობაზე. აღიარების ავტომატურად მინიჭების შემთხვევაში, მხარე მეორე მხარეს აძლევს ადეკვატურ შესაძლებლობას, აჩვენოს, რომ ამ სხვა მხარის ტერიტორიაზე მიღებული ცოდნა ან გამოცდილება, შესრულებული მოთხოვნები ან გაცემული ლიცენზიები ან სერთიფიკატები, ასევე უნდა იყოს აღიარებული.
3.
ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება ან შეთანხმება, ან ავტომატური აღიარება, უნდა შეესაბამებოდეს ვმო-ის შეთანხმების შესაბამის დებულებებს, კერძოდ, GATS-ის VII მუხლის მე-3 პუნქტ