ფიზიკური პირების გადაადგილება

1.
ეს მუხლი ეხება ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს მხარისთვის მომსახურების მიმწოდებელ ფიზიკურ პირებზე და მხარის ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მომსახურების მისაწოდებლად მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ არიან დასაქმებულნი.

2.
ეს თავი არ ეხება ზომებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მხარის დასაქმების ბაზარზე დაშვების მსურველ ფიზიკურ პირებზე, არც მუდმივ მოქალაქეობასთან, საცხოვრებელთან ან დასაქმებასთან დაკავშირებულ ზომებს.

3.
ფიზიკურ პირებს, რომლებზედაც ვრცელდება სპეციფიკური ვალდებულება, შეუძლიათ მომსახურება მიაწოდონ ამ ვალდებულების პირობების შესაბამისად.

4.
ეს თავი არ ზღუდავს მხარეს, გამოიყენოს ზომები, რომლებიც არეგულირებს მეორე მხარის ფიზიკური პირების შესვლას ან დროებით დარჩნას მის ტერიტორიაზე, მათ შორის, ზომები, რომლებიც საჭიროა ფიზიკური პირების ხელშეუხებლობის დასაცავად და საკუთარ საზღვარზე მოწესრიგებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები არ გააბათილებს ან შეზრუდავს სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში რომელიმე მხარისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს.
[