უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

1.
GATS-ის VII მუხლის შესაბამისად გატარებული ზომებისთვის ზიანის მიყენების გარეშე და IX დანართით გათვალისწინებული MFN გამონაკლისების გარდა, თითოეულმა მხარემ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ, მომსახურების მიწოდებაზე გავლენის მქონე ყველა ზომასთან მიმართებაში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებთან მიმართებაში, უნდა გაავრცელოს ისეთი რეჟიმი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც იგი ავრცელებს იმ ნებისმიერი პირის მსგავს მომსახურებაზე ან მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც შეთანხმების მხარეს არ წარმოადგენს.

2.
პირველ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ერთ-ერთი მხარის მიერ დადებული ან მომავალში დასადები სხვა შეთანხმებების შესაბამისად დაწესებულ რეჟიმზე, რომლის შესახებაც მოხდა ნოტიფიცირება GATS-ის V მუხლისან V bis მუხლის შესაბამისად.

3.
მხარე, რომელიც დებს შეთანხმებას, რომლის შესახებაც ნოტიფიცირება GATS-ის V მუხლით ან V bis მუხლით არის გათვალისწინებული, მეორე მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ადეკვატურ შესაძლებლობას აძლევს ამ მხარეს, მოლაპარაკებები აწარმოოს აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების თაობაზე.

4.
მხარეების უფლებები და ვალდებულებები იმ უპირატესობებთან დაკავშირებით, რომლებიც მეზობელ ქვეყნებს აქვთ მინიჭებული, რეგულირდება GATS-ის II მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ასახულია ამ თავში და მის ნაწილს წარმოადგენ