გადახდები და გადარიცხვები
1.
მუხლით 5.15 გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მეორე მხარესთან მიმდინარე ტრანზაქციების მიმართ მხარე არ იყენებს შეზღუდვებს საერთაშორისო გადარიცხვებსა და გადახდებზე.
2.
ეს თავი არ ზღუდავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში „IMF“) შეთანხმები მხარეებისთვის განსაზღრულ უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, იმ შეთანხმების მუხლების შესაბამისად სავალუტო კურსთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენებას, იმ პირობით, რომ მხარე არ დააწესებს შეზღუდვებს კაპიტალთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე, რაც არ შეესაბამება ამგვარ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მისთვის განსაზღვრულ სპეციფიკურ ვალდებულებებს, გარდა მუხლი 5.15 გათვალისწინებული შემთხვევისა ან IMF-ის მოთხოვნის შემთხვევაშ