განმარტებები
ამ თავის მიზნებისათვის:
(a) GATS-ის I მუხლში მოცემული შემდეგი განმარტებები გადმოტანილია ამ თავში და მის ნაწილს წარმოადგენს:
(i) „მომსახურებით ვაჭრობა“;
(ii) „მომსახურება“; და
(iii) „სამთავრობო უფლებამოსილების შესრულებისას მიწოდებული მომსახურება“;
(b) „მომსახურების მიმწოდებელი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის ან სურს მიაწოდოს მომსახურება;
[6]
(c) „მეორე მხარის ფიზიკური პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ამ მეორე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად არის:
(i) ამ მეორე მხარის მოქალაქე, მცხოვრები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე;
(ii) ამ მეორე მხარის მუდმივი მცხოვრები, რომელიც ცხოვრობს ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე, თუ ეს მეორე მხარე არსებითად ერთსა და იმავე რეჟიმს ავრცელებს, როგორც თავის მუდმივ მცხოვრებლებზე, ისე საკუთარ მოქალაქეებზე მომსახურებით ვაჭრობის ხელშემშლელ ზომებთან მიმართებაში. ფიზიკური პირების საშუალებით მომსახურების მიწოდების მიზნით (რეჟიმი 4) ეს განმარტება ეხება ამ მეორე მხარის მუდმივ მცხოვრებს, რომელიც ცხოვრობს ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
(d) „მეორე მხარის იურიდიული პირი“ ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც:
(i) არის ამ მეორე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ან სხვაგვარად ორგანიზებული და ახორციელებს არსებით ბიზნესოპერაციებს:
(aa) ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე; ან
(bb) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არის ამ სხვა მხარის ფიზიკური პირების ან იმ იურიდიული პირების საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ, რომლებიც (i)(aa) ქვეპუნქტის ყველა პირობას აკმაყოფილებენ;
ან
(ii) კომერციული წარმომადგენლობის საშუალებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მასზე საკუთრების ან კონტროლის უფლებას ახორციელებენ:
(aa) ამ სხვა მხარის ფიზიკური პირები;
(bb) (d)(i) ქვეპუნქტში მითითებული ამ სხვა მხარის იურიდიული პირები;
(e) GATS-ის XXVIII მუხლში მოცემული შემდეგი განმარტებები გადმოდის ამ თავში და ხდება მისი ნაწილი:
(i) „ზომა“;
(ii) „მომსახურების მიწოდება“;
(iii) „წევრების მიერ განხორციელებული ზომები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მომსახურებით ვაჭრობაზე“;
(iv) „კომერციული წარმომადგენლობა“;
(v) „მომსახურების "სექტორი“;
(vi) „სხვა წევრი ქვეყნის მომსახურება“;
(vii) „მომსახურების მონოპოლისტი მიმწოდებელი“;
(viii) „მომსახურების მომხმარებელი“;
(ix) „პირი“;
(x) „იურიდიული პირი“;
(xi) „საკუთრებაში“, „კონტროლის ქვეშ“ და „აფილირებული“;
(xii) „პირდაპირი გადასახადები