იმპორტირებული პროდუქციის შემოწმება

1.

ამ თავით გათვალისწინებული იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნები და იმპორტირებული პროდუქტების მიმართ გამოყენებული შემოწმებები ეფუძნება ამგვარ პროდუქტებთან ასოცირებულ რისკებს და გამოიყენება არადისკრიმინაციული ფორმით. იმპორტირებული პროდუქციის შემოწმება და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება შეძლებისდაგვარად დაჩქარებულად, იმგვარად, რომ ვაჭრობა საჭიროზე მეტად არ შეიზღუდოს.

2.

იმპორტირებული პროდუქციის შემოწმების სიხშირეს ან ამ სიხშირის შეცვლის შესახებ ინფორმაციას, უფლებამოსილი ორგანოები ერთმანეთს უცვლიან მოთხოვნის შემთხვევაში.

3.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადეკვატური პროცედურების არსებობას, რომლებიც საქონლის პარტიაზე პასუხისმგებელ პირებს, რომელთა საქონელიც ნიმუშის აღებასა და ანალიზს ექვემდებარება, საშუალებას აძლევს ოფიციალური ანალიზისთვის ნიმუშის აღების ფარგლებში, სხვა სპეციალისტის დასკვნა მოითხოვონ.

4.

იმპორტის კონტროლის სტრუქტურა საერთაშორისო სტანდატებს უნდა შეესაბამებოდეს.
[4]

5.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ან გეგმურ შემოწმებას დაქვემდებარებული პროდუქტების საზღვარზე დაკავება არ უნდა მოხდეს შემოწმების შედეგების მოლოდინში.

6.

სავარაუდო რისკის მიზეზით საზღვარზე დაკავებული პროდუქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა იქნას მიღებული. მალფუჭებადი პროდუქტების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული. ამ დებულების მიზნებისათვის, მალფუჭებად პროდუქტებად ითვლება პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე მალე ფუჭდება, განსაკუთრებით, არასათანადო შენახვის პირობებში.

7.

სერიოზული დადასტურებული სანიტარიული ან ფიტოსანიტარიული დარღვევის გამო საბაჟო გამშვებ პუნქტში პროდუქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ექსპორტის განმახორციელებელი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს, მაქსიმალურად მოკლე დროში. სერიოზული სანიტარული ან ფიტოსანიტარული დარღვევები გულისხმობს შემთხვევებს, რომელთა შესახებაც უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეტყობინების გაგზავნა საერთაშორისო სტანდარტებითაა გათვალისწინებული.
[5]

8.

საბაჟო გამშვებ პუნქტში პროდუქტების არმიღების შემთხვევაში, ექსპორტის განმახორციელებელ მხარეს, მოთხოვნისამებრ, წერილობით უნდა მიეწოდოს, არმიღების ფაქტობრივი საფუძველი და მეცნიერული დასაბუთება, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში
.

9.

როდესაც ერთ-ერთი მხარე საბაჟო გამშვებ პუნქტში აკავებს მეორე მხარის ქვეყნიდან ექსპორტირებულ პროდუქტებს სანიტარულ ან ფიტოსანიტარულ ზომებთან სავარაუდო შეუსაბამობის გამო, დაკავების ფაქტობრივი დასაბუთება დაუყოვნებლივ უნდა ეუწყოს იმპორტის განმახორციელებელს ან მის წარმომადგენელს.

10.

საბაჟო გამშვებ პუნქტში პროდუქტების არმიღების შემთხვევაში, თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების არსებობას, რომლებიც იმპორტის განმახორციელებელს (ტვირთზე პასუხისმგებელ პირს) ან მის წარმომადგენელს საშუალებას მისცემს გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილებ