შემოწმება, სერტიფიცირების სისტემა და სისტემის აუდიტი
1.
ექსპორტიორი მხარის შემოწმებისა და სერტიფიცირების სისტემის შეფასებისას, იმპორტის განმახორციელებელი მხარე იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს
[3]
2.
მხარეები თანხმდებიან, რომ გამოიყენებენ სისტემის აუდიტს, როგორც შეფასების უპირატეს მეთოდს. ადგილზე შემოწმების საჭიროება უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული.
3.
შესაბამის შემთხვევაში, მაკორექტირებელი ქმედებები, ვადები და შემდგომი პროცედურები გარკვევით უნდა იყოს ასახული შეფასების ანგარიშში.
4.
აუდიტის ხარჯებს ფარავს იმპორტის განმახორციელებელი მხარე.
5.
იმპორტის განმახორციელებელი მხარე ექსპორტის განმახორციელებელ მხარეს ინფორმაციას აწვდის წერილობით აუდიტის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ექსპორტის განმახორციელებელი მხარე საკუთარ შენიშვნებს აგზავნის 45 დღის ვადაში. ექსპორტის განმახორციელებელი მხარის შენიშვნები აისახება შეფასების ანგარიშში