სერტიფიკატები
მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ SPS სერტიფიკატების რაოდენობის შეძლებისდაგვარად შემცირების საკითხებზე. ოფიციალური სერტიფიკატების საჭიროების შემთხვევაში, ისინი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ პრინციპებს. როდესაც მხარე შემოიღებს ან შეცვლის სერთიფიკატს, შემოთავაზებული ახალი ან შეცვლილი სერთიფიკატის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს ინგლისურად, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში. ახალი ან შეცვლილი სერთიფიკატისთვის მხარეები წარმოადგენენ ფაქტობრივ საფუძველსა და დასაბუთებას. ექსპორტის განმახორციელებელ მხარეს საკმარისი დრო ეძლევა თავისი საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანა