შემდგომი ლიბერალიზაცია

მხარეებს კისრულობენ ვალდებულებას არ შეაჩერონ ძალისხმევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებენ რა გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ შეთანხმებებს, მხარეებს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ხასიათს, ამგვარი პროდუქტების დამახასიათებელ მგრძნობიარობას, თითოეული მხარის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარების დონესა და ორმხრივი და მრავალმხრივი ფორუმების მიღწევებს. ამ მიზნის მისაღწევად,მხარეებს შეუძლიათ კონსულტაციები გაიარონ ერთობლივი კომიტეტის შეხვედრების ფარგლებში.

თავი 4

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომე