თითოეული მხარე ინარჩუნებს GATT 1994-ის XIX მუხლსა და დაცვითი ზომების შესახებ ვმო-ს შეთანხმებაში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. აღნიშნულ ვმო-ს დებულებებით გათვალისწინებული ზომების გატარებისას, მხარე ვმო-ს სამართლისა და იურისპრდენციის შესაბამისად და ეროვნული კანონმდებლობის დაცვით, გამორიცხავს ერთი ან მეტი მხარის მიერ წარმოებული პროდუქტის იმპორტს, თუ ამგვარ იმპორტს თავისთავად არ მოაქვს სერიოზული ზიანი ან არ ქმნის სერიოზული ზიანის გამოწვევის საფრთხე
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება, მუხლი 2, №01/09/2017, 27.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3796698/muxli-2-15/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია