ანტიდემპინგი
1.
მხარეები ცდილობენ, თავი შეიკავონ GATT 1994-ის VI მუხლსა და GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმებაში (შემდეგომში „ანტიდემპინგური შეთანხმება“) დადგენილი ანტიდემპინგური პროცედურების ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებისგან.
2.
მხარის მიერ სათანადოდ დასაბუთებული განაცხადის მიღებისას და ანტიდემპინგური შეთანხმების შესაბამისად მოკვლევის დაწყებამდე, მხარე წერილობით შეტყობინებას უგზავნის მეორე მხარეს, რომლის საქონელიც, სავარაუდოდ, დემპინგს დაექვემდებარა და კონსულტაციებისათვის ადგენს 60-დღიან ვადას ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად. რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტაციები ტარდება ერთობლივ კომიტეტში შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
3.
მხარის მიერ ანტიდემპინგური ზომის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ზომის გამოყენება წყდება მისი დაწესებიდან, არაუგვიანეს, ხუთი წლის შემდეგ.
4.
მხარე არ იწყებს ანტიდემპინგურ მოკვლევას ერთი და იმავე მხარის ერთი და იმავე პროდუქტზე ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას ანტი-დემპინგური ზომების არ გატარების ან გაუქმების თაობაზე ან ზომის გაუქმებიდან ამ მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად.
5.
თუ მხარე გადაწყვეტს ანტი-დემპინგური გადასახადის დაწესებას, მხარე იყენებს „ნაკლები გადასახადის“ წესს და გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს იმგვარად, რომ იგი დემპინგის ზღვარს არ აღემატებოდეს, თუ ასეთი ნაკლები გადასახადი საკმარისი იქნება ადგილობრივი მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
6.
ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთობლივი კომიტეტი განიხილავს, საჭიროა თუ არა მათ შორის ანტიდემპინგური ზომების გატარების შესაძლებლობის შენარჩუნება. თუ პირველი განხილვისას მხარეები გადაწყვეტენ, რომ ამგვარი შესაძლებლობის შენარჩუნება საჭიროა, შემდგომში განხილვები ერთობლივი კომიტეტის მიერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდებ