ტექნიკური რეგლამენტები ვაჭრობაში

1.
თუ ამ მუხლით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ტექნიკურ რეგლამენტებზე, სტანდარტებსა და შესაბამისობის შეფასებებზე ვრცელდება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ ვმო-ს შეთანხმება (შემდგომში „TBT შეთანხმება“), რომელიც ასახულია ამ შეთანხმებაში და მის ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით
mutatis mutandis
.

2.
მხარეები ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების სფეროში კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისათვის განსაზღვრავენ საკონტაქტო პირებს.

3.
პირველი პარაგრაფის დებულებების დაურღვევლად, მხარეები თანხმდებიან, გამართონ ტექნიკური კონსულტაციები იმისათვის, რომ მიაღწიონ სათანადო შეთანხმებას TBT შეთანხმების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარემ მიიღო ან აპირებს მიიღოს ისეთი ზომა, რომელიც არ შეესაბამება TBT შეთანხმებას. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან 40 დღეში. მხარის მოთხოვნით ამგვარი კონსულტაციები იმართება ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში. იმ შეთხვევაში თუ კონსულტაციები იმართება ერთობლივი კომიტეტის გარეთ, ეს უკანასკნელი ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ. ამგვარი კონსულტაციების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი შეთანხმებული მეთოდით.

4.
მხარეებმა წინასწარ უნდა აცნობონ ერთმანეთს EU-თან მიმართებაში არსებულ რეჟიმში პოტენციური მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. თუ EU და თითოეული მხარე თანხმდება ტექნიკურ რეგლამენტებთან, სტანდარტებთან და შესაბამისობის შეფასებასთან მიმართებაში ეკვივალენტური რეჟიმის გამოყენაბაზე, მაშინ მხარეები დაუყონებლივ უნდა შეთანხმდნენ აღნიშნული რეჟიმის ერთმანეთის მიმართ გამოყენებაზე.
2

5.
მხარეებმა წინასწარ უნდა აცნობონ ერთმანეთს მეორე მხარესთან დაკავშირებულ რეჟიმში პოტენციური მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, იმ სფეროებში რომლებიც განსხვავდება მე-4 პუნქტში მითითებული სფეროებისაგან. მხარემ, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე და TBT შეთანხმების მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს მომთხოვნი მხარის EU კანონმდებლობის შესაბამისი პროდუქტების მიმართ იმავე რეჟმის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც გამოიყენება EU-ს პროდუქტების მიმართ