იმპორტის გადასახადი
1.
ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე მხარეები აუქმებენ ყველა საბაჟო გადასახადსა და მოსაკრებელს, რომელთაც ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში წარმოებულ, მუხლით 2.1 განსაზღვრულ, იმპორტირებულ პროდუქტებზე არსებული საბაჟო გადასახადის ეკვივალენტური ეფექტი აქვს. დაუშვებელია ახალი საბაჟო გადასახადის ან საბაჟო გადასახადის ეკვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლის დაწესება.
2.
იმპორტის გადასახადი და იმპორტის გადასახადის ეკვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებელი მოიცავს პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის გადასახადს ან მოსაკრებელს, მათ შორის ნებისმიერი სახის დამატებით იმპორტის გადასახადს ან დამატებით მოსაკრებელს, მაგრამ არ მოიცავს არცერთ მოსაკრებელს, რომელიც დაწესებულია GATT 1994-ის მუხლების III და VIII შესაბამისა