სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან ურთიერთმიმართება
1.
მხარეები ადასტურებენ ვმო-ს შეთანხმებითა და მის საფუძველზე გაფორმებული სხვა შეთანხმებებით, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, როგორც აღნიშნული შეთანხმებების მხარეები.
2.
თუ მხარეს მიაჩნია, რომ მეორე მხარის მიერ საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონების, საზღვისპირა ვაჭრობის მექანიზმების ან სხვა პრეფერენციული შეთანხმებების შენარჩუნება ან შექმნა შეთანხმებით გათვალისწინებულ სავაჭრო რეჟიმის შეცვლას იწვევს, იგი უფლებამოსილია კონსულტაციების გამართვა მოითხოვოს. ამგვარი შეთანხმების დამდებმა მხარემ მომთხოვნ მხარეს უნდა მისცეს ადეკვატური შესაძლებლობა, გამართოს კონსულტაციებ