გამჭვირვალობა

1.
მხარეები აქვეყნებენ ან სხვაგვარად ასაჯაროებენ თავიანთ კანონებს, რეგულაციებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს, ზოგადი მოქმედების ადმინისტრაციულ აქტებს, აგრეთვე, მათ შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.

2.
მხარეები დაუყოვნებლივ პასუხობენ კონკრეტულ კითხვებზე და, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას პირველ პუნქტში მითითებული საკითხების შესახებ.

3.
ეს შეთანხმება არ უნდა მოითხოვდეს მხარისგან გაამჟღავნოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მიიჩნევა კონფიდენციალურ ინფორმაციად მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ან რომლის გამჟღავნება ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად მოვა წინააღმდეგობაში საზოგადოებრივ ინტერესებთან, ან რომელიც ზიანს მიაყენებს რომელიმე მეწარმე სუბიექტის ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.

4.
ამ მუხლსა და შეთანხმების სხვა ნაწილებით განსაზღვრულ გამჭვირვალობის მარეგულირებელ დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ამ უკანასკნელს შეუსაბამობის ნაწილში.

თავი 2

არასასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრო