მიზნები

1.
EFTA სახელმწიფოები და საქართველო, წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე, ქმნიან თავისუფალი ვაჭრობის ზონას ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია საბაზრო ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე და ითვალისწინებს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვას კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების წახალისების მიზნით.

2.
ამ შეთანხმების მიზნებია:

(a)

საქონლით ვაჭრობის ლიბერალიზაცია „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების („GATT 1994“) XXIV მუხლის შესაბამისად;

(b)
მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია „მომსახურებით ვაჭრობის შესახებ“ გენერალური შეთანხმების („GATS“) V მუხლის შესაბამისად;

(c) საინვესტიციო შესაძლებლობების ზრდის ერთობლივად უზრუნველყოფა;

(d) ვაჭრობისთვის ზედმეტი ტექნიკური ბარიერებისა და არასაჭირო სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების თავიდან აცილება, აღმოფხვრა ან შემცირება;

(e) საკუთარ ქვეყნებში კონკურენციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, თუ იგი მხარეებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება;

(f) მხარეთა სახელმწიფო შესყიდვის ბაზრების მეტი ორმხრივი ლიბერალიზაციის მიღწევა;

(g) ინტელექტუალური საკუთრების უფლების ადეკვატური და ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

(h) საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს მდგრადი განვითარების მიზნის განხორციელებას და უზრუნველყოფილ იქნას მხარეების სავაჭრო ურთიერთობებში ამ მიზნის ინტეგრირება და ასახვა;

(i) აღნიშნული ზომების საშუალებით, საერთაშორისო ვაჭრობის ჰარმონიული განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობ