სუბსიდიები და საკომპენსაციო ზომები
1.
სუბსიდიებსა და საკომპენსაციო ზომებთან დაკავშირებით მხარეთა უფლებები და ვალდებულებები რეგულირდება GATT 1994-ის მუხლებით VI და XVI და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ ვმო-ს შეთანხმებით, გარდა მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.
ერთი მხარის მიერ, სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ ვმო-ს შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, მეორე მხარის მიერ განხორციელებული სავარაუდო სუბსიდიის არსებობის, ხარისხისა და ეფექტის დასადგენად მოკვლევის ჩატარებამდე, მოკვლევის მსურველი მხარე წერილობით შეტყობინებას უგზავნის იმ მხარეს, რომლის საქონელიც ექვემდებარება მოკვლევას, და განუსაზღვრავს 45-დღიან ვადას კონსულტაციების გასამართად ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად. რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტაციები ტარდება ერთობლივ კომიტეტში შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაშ