1. მხარეს, რომელსაც საგადამხდელო ბალანსში სერიოზული სირთულეები აქვს, ან ამგვარი საფრთხე გარდაუვალია, GATT 1994-ისა და GATT 1994-ის საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული დებულებების შესახებ ვმო-ს შეთანხმების მიხედვით, შეუძლია, შეზღუდული მოქმედების ვადით, გაატაროს ვაჭრობის შემზღუდველი ზომები, რომლებიც არ იქნება დისკრიმინაციული ხასიათის და არ გასცდება საგადამხდელო ბალანსის მოსაწესრიგებლად საჭირო ზომებს.
2. ამ მუხლში განსაზღვრული ზომის განხორციელებისას მხარე დაუყოვნებლივ აუწყებს მის შესახებ სხვა მხარეებს.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება, მუხლი 2, №01/09/2017, 27.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3796698/muxli-2-19/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია