დროებითი დაცვითი ზომები

1.
თუ ამ შეთანხმებაში განსაზღვრული საბაჟო გადასახადის შემცირების ან გაუქმების შედეგად, მხარის მიერ წარმოებული რომელიმე პროდუქტის იმპორტი ხორციელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე ისეთი გაზრდილი ოდენობით, აბსოლუტურ გამოსახულებაში ან ადგილობრივ პროდუქციასთან შედარებით, და ისეთი პირობებით, რომელიც არსებითად იწვევს სერიოზულ ზიანს ან ქმნის სერიოზული ზიანის გამოწვევის საფრთხეს იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე მსგავსი ან უშუალო კონკურენციაში მყოფი პროდუქტების მწარმოებელი ადგილობრივი მრეწველობისთვის, იმპორტის განმახორციელებელ მხარეს შეუძლია მიიღოს დროებითი დაცვითი ზომები იმ მინიმუმი მოცულობით, რაც ზიანის გამოსწორების ან თავიდან აცილებისთვისაა აუცილებელი, მე-2-9 პუნქტების შესაბამისად.

2.
დროებითი დაცვითი ზომები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვითი ზომების შესახებ ვმო-ს შეთანხმებით დადგენილი პროცედურების მიხედვით ჩატარებული მოკვლევა აშკარად აჩვენებს, რომ გაზრდილმა იმპორტმა სერიოზული ზიანი გამოიწვია ან ქმნის სერიოზული ზიანის გამოწვევის საფრთხეს.

3.
თუ პირველ პუნქტში განსაზღრული პირობები დაკმაყოფილებულია, იმპორტის განმახორციელებელ მხარეს შეუძლია გააატაროს ზომები, რომლებიც ითვალისწინებს პროდუქტზე საბაჟო გადასახადის გაზრდას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ქვემოთ მოცემულიდან უფრო ნაკლებ გადასახადს:

(a) დროებითი დაცვითი ზომების გატარებისას გამოყენებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისი გადასახადის განაკვეთი;

(b) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის წინა დღეს გამოყენებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისი გადასახადის განაკვეთი.

4.
დროებითი დაცვითი ზომები გამოიყენება, არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. უკიდურსად გამონაკლის შემთხვევებში, იმპორტის განმახორციელებელმა მხარემ ზომების გამოყენების პერიოდი შეიძლება გაზარდოს, არაუმეტეს, სამ წლამდე. ექსპორტის განმახორციელებელ მხარეებს, რომლებიც დაზარალდნენ დროებითი დაცვითი ზომების გახანგრძლივებული გამოყენების გამო, იღებენ კომპენსაციას სავაჭრო ლიბერალიზაციის არსებითად ეკვივალენტური ფორმით. დროებითი დაცვითი ზომები არ გამოიყენება ისეთი პროდუქტის იმპორტისას, რომელზეც ადრე ვრცელდებოდა ამგვარი ზომა.

5.
მხარე, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად აპირებს დროებითი დაცვითი ზომების გატარებას ან მათ გახანგრძლივებას, ნებისმიერ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს საკუთარ განზრახვას სხვა მხარეებს ზომის გამოყენებამდე ან გახანგრძლივებამდე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ყველა სათანადო ინფორმაციას, მათ შორის, გაზრდილი იმპორტისგან გამოწვეული სერიოზული ზიანის ან მისი გამოწვევის საფრთხის მტკიცებულებას, შესაბამისი პროდუქტის ზუსტ აღწერილობას და შემოთავაზებულ ზომას, აგრეთვე, ზომის გატარების დაწყების შემოთავაზებულ თარიღს, სავარაუდო ხანგრძლივობას და მისი ეტაპობრივი გაუქმების გრაფიკს. მე-4 პუნქტის მიხედვით ზომების გახანგრძლივების შემთხვევაში, შეტყობინებაში ასევე უნდა მიეთითოს სავარაუდო კომპენსაცია.

6.
ერთობლივი კომიტეტი, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, შეისწავლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, რათა ხელი შეუწყოს საკითხის ორმხრივად მისაღები გზით გადაჭრას. ამგვარი გამოსავალის არარსებობის შემთხვევაში, პრობლემის მოსაგვარებლად, იმპორტის განმახორციელებელმა მხარემ შეიძლება გაატაროს ან გაახანგრძლივოს დროებითი დაცვითი ზომები მე-3 პუნქტის შესაბამისად. თუ არ არსებობს მხარეებს შორის შეთანხმება მე-4 პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის თაობაზე, მხარეს, რომლის პროდუქტის მიმართაც ხორციელდება დაცვის დროებითი ზომა, შეუძლია განახორციელოს საკომპენსაციო ღონისძიებები. დროებითი დაცვითი ზომისა და საკომპენსაციო ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეუწყოს სხვა მხარეებს. დროებითი დაცვითი ზომისა და საკომპენსაციო ღონისძიების შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ ზომას, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეუშლის ხელს ამ შეთანხმების განხორციელებას. საკომპენსაციო ღონისძიებების განმახორციელებელი მხარე აღნიშნულ ღონისძიებებს მხოლოდ იმ მინიმალური პერიოდის განმავლობაში ახორციელებს, რომელიც საჭიროა არსებითად ეკვივალენტური ვაჭრობის შედეგების მისაღწევად და, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ დროებითი დაცვითი ზომის გახანგრძლივების დროს.

7.
კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც დაყოვნება გამოიწვევს ძნელად გამოსასწორებელ ზიანს, მხარეს შეუძლია გამოიყენოს დროებითი პირობითი დაცვითი ზომა, თუ წინასწარი შეფასებით აშკარაა, რომ გაზრდილი იმპორტი ადგილობრივ მრეწველობისთვის სერიოზულ ზიანს ან ზიანის მიყენების საფრთხეს იწვევს. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს ამგვარი ზომის გამოყენება, დაუყოვნებლივ ატყობინებს საკუთარი განზრახვის შესახებ სხვა მხარეებს. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესრულება იწყება შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში.

8.
ნებისმიერი დროებითი პირობითი დაცვითი ზომის გამოყენება წყდება, არაუგვიანეს, 200 დღის ვადაში. დროებითი დაცვის ნებისმიერი ამგვარი პირობითი ზომის გამოყენების პერიოდი ჩაითვლება, შესაბამისად, როგორც მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დროებითი დაცვითი ღონისძიების მოქმედების პერიოდის ან ამ პერიოდის ნებისმიერი გაგრძელების ნაწილად. ტარიფის ნებისმიერი გაზრდილი ოდენობა დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს, თუ მე-2 პუნქტში მითითებული მოკვლევის შედეგად არ დადგინდება, რომ პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილებულია.

9.
დროებითი დაცვითი ზომების გამოყენება შესაძლებელია ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ხუთი წლის