თანამშრომლობა

1.

ერთმანეთის შესაბამისი სისტემების უკეთ გასაცნობად და შესაბამის ბაზრებზე წვდომის უზრუნველსაყოფად, მხარეები აღრმავებენ თანამშრომლობას. ამგვარი თანამშრომლობა გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, რაც მხარეებს მეცნიერული რჩევის მიღებისა და რისკების ანალიზის შესაძლებლობას აძლევს.

2.

მხარეები უზრუნველყოფენ SPS სფეროში ყველა მარეგულირებელი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებას და ხელმისაწვდომობას ინტერნეტში. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე უზრუნველყოფს იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ინგლისურ ენაზე.

3.

მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ უფლებამოსილი ორგანოებისა და საკონტაქტო პირების არსებითი სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილების, ასევე პასუხისმგებლობების განაწილებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

4.

მხარის მიერ ახალი SPS ზომების შემოღების შემთხვევაში, იმპორტის განმახორციელებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, მოთხოვნის შემთხვევაში, და თუ ეს შესაძლებელია, ინგლისურ ენაზე, წარადგენს შესაბამის რისკების შეფასების ანგარიშს, რომელიც ასაბუთებს ზომის მიზანშეწონილობა