ცხრილების შეცვლა
მხარეები, ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, აწარმოებენ კონსულტაციებს, სადაც განიხილავენ მომთხოვნი მხარის სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში ნებისმიერი ცვლილების შეტანას ან რომელიმე სპეციფიკური ვალდებულების გაუქმებას. კონსულტაციები ტარდება მომთხოვნი მხარის მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში. კონსულტაციებისას, მხარეთა მიზანია, უზრუნველყონ, რომ შენარჩუნებული იყოს ორმხრივად ხელსაყრელი ვალდებულებების საერთო დონე, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვაჭრობისთვის, ვიდრე ის დონე, რომელიც სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში ამგვარი კონსულტაციების დაწყებამდე იყო გათვალისწინებული. გრაფიკების შეცვლისას გამოიყენება მუხლებით 11.1 და 13.2 განსაზღვრული პროცედურებ