რეგულირების სფერო და დაფარვის არეალი
1.
ეს თავი ეხება მხარის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომას, რომელიც შეთანხმებით გათვალისწინებულ შესყიდვებთანაა დაკავშირებული. ამ თავის მიზნებისათვის „შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვები“ მოიცავს შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებს:
(a)
საქონელს, მომსახურებას ან მათ ნებისმიერ კომბინაციას:
(i)
როგორც ეს განსაზღრულია თითოეული მხარის მიერ XVI დანართზე დართულ დამატებებში; და
(ii)
რომლის შესყიდვაც არ ხდება კომერციული გაყიდვის ან გადაყიდვის მიზნით, ან წარმოებაში გამოსაყენებლად ან საქონლის ან მომსახურების უზრუნველსაყოფად კომერციული გაყიდვის ან გადაყიდვებისათვის;
(b) ნებისმიერი სახელშეკრულებო საშუალებებით, მათ შორის შესყიდვით, იჯარით, ქირით ან განვადებით, ყიდვის შესაძლებლობით ან მის გარეშე;
(c) რომლის ღირებულებაც, XVI დანართის მე-9 დამატებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, ტოლია ან მეტია XVI დანართის 1-3 დამატებებით განსაზღვრულ შესაბამისი ზღვრისა, რომელიც მოქმედებს 8.10 მუხლის თანახმად ტენდერის გამოცხადების შესახებ შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების დროს;
(d) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ; და
(e) რომელიც სხვაგვარად არ არის ამოღებული ამ თავის მოქმედების სფეროდან მე-2 პუნქტის ან XVI დანართის მოქმედების სფეროდან.
2.
ეს თავი არ ვრცელდება:
(a) მიწის, არსებული შენობების ან სხვა უძრავი ქონების ან მათზე უფლებების შეძენაზე ან დაქირავებაზე;
(b) არასახელშეკრულებო შეთანხმებებზე ან დახმარების ნებისმიერ ფორმაზე, რომელსაც მხარე ახორციელებს, მათ შორის, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებზე, გრანტებზე, სესხებზე, კაპიტალის ინექციაზე, გარანტიებსა და საგადასახადო სტიმულებზე;
(c) ფინანსური სააგენტოსა ან დეპოზიტარის შესყიდვებზე, რეგულირებადი ფინანსური დაწესებულებების ლიკვიდაციასთან და მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, ან ისეთი მომსახურების შესყიდვაზე ან შეძენაზე, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ვალის გაყიდვასთან, განაწილებასთან და გადახდასთან, მათ შორის, სესხებთან და სახელმწიფო ობლიგაციებთან, ბანკნოტებთან და სხვა ფასიან ქაღალდებთან;
(d) საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე;
(e) შესყიდვებზე, რომლებიც განხორციელდა:
(i) საერთაშორისო დახმარების, მათ შორის, განვითარების მიზნით დახმარების გაწევის კონკრეტული განზრახვით;
(ii) ჯარების განთავსებასთან ან ხელმომწერი ქვეყნების მიერ პროექტის ერთობლივ განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმების სპეციალური პროცედურის ან პირობის შესაბამისად;
(iii)
საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური პროცედურის ან პირობის შესაბამისად, ან საერთაშორისო გრანტებით, სესხებით დაფინანსების საშუალებით ან სხვაგვარი დახმარებით, როდესაც შესაბამისი პროცედურა ან პირობა შეუსაბამობაში მოდის ამ თავთა