ეროვნული რეჟიმი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა
1.
ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ზომასთან მიმართებაში, თითოეული მხარე, თავისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ, მეორე მხარის საქონლისა და მომსახურების მიმართ, ასევე მეორე მხარის საქონლის ან მომსახურების მიმწოდებლების მიმართ, აწესებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ადგილობრივ საქონლზე, მომსახურებასა და მიმწოდებლებზე ვრცელდება.
2.
ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომის გამოყენებისას, მხარემ, მისი შემსყიდველი დაწესებულებების ჩათვლით, არ უნდა:
(a) შეუქმნას ადგილობრივ მიმწოდებელს სხვა ადგილობრივ მიმწოდებელთან შედარებით ნაკლებ ხელსაყრელი პირობები, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი უცხოური ორგანიზაციის შვილობილ საწარმოს ან საკუთრებას წარმოადგენს;
(b) განახორციელოს ადგილობრივ მიმწოდებლის დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ამ მიმწოდებლის მიერ კონკრეტული შესყიდვისთვის შეთავაზებული საქონელი ან მომსახურება, წარმოადგენს მეორე მხარის საქონელს ან მომსახურება