უსაფრთხოება და ზოგადი გამონაკლისები
1.
ამ თავში არაფერი არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ შეზღუდოს მხარე, განახორციელოს რაიმე ქმედება ან არ გაამჟღავნოს რაიმე ინფორმაცია, რომელსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დასაცავად და რომელიც უკავშირდება იარაღის, საბრძოლო მასალის ან საომარი მასალების შესყიდვას ან სახელმწიფო უსაფრთხოების ან სახელმწიფო თავდაცვის მიზნით აუცილებელ შესყიდვებს.
2.
იმ პირობით, რომ ასეთი ზომები არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რომ გამოიწვიოს თვითნებური ან დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია მხარეებს შორის, როდესაც მოქმედებს ერთიანი პირობები ან ფარული შეზღუდვები მხარეებს შორის ვაჭრობაზე, არაფერი ამ თავში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ შეზღუდოს მხარე იმ ზომების დაწესებაში ან განახორციელებაში, რომლებიც:
(a) აუცილებელია საზოგადოებრივი მორალის, წესრიგის ან უსაფრთხოების დასაცავად;
(b) აუცილებელია ადამინის, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად;
(c) აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების დასავად;
(d) ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ფილანტროპულ დაწესებულებებთან ან პატიმართა შრომასთან დაკავშირებულ საქონელს ან მომსახურება