შეტყობინებები
1.
შეთანხმებით გათვალისწინებული თითოეული შესყიდვისთვის, შემსყიდველი ორგანიზაცია აქვეყნებს შეტყობინებას განზრახული შესყიდვის შესახებ, გარდა მუხლით 8.18 გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეტყობინება ქვეყნდება XVI დანართის მე-7 დამატებაში ჩამოთვლილ ელექტრონულ და ბეჭდვით საშუალებებში. ასეთი საშუალება ფართოდ უნდა იყოს გავრცელებული და შეტყობინებები უნდა დარჩეს ხელმისაწვდომი, სულ მცირე, შეტყობინებაში მითითებული ვადის გასვლამდე. შეტყობინებები:
(a) XVI დანართის პირველ დამატებაში ჩამოთვლილი შემსყიდველი ორგანიზაციების შემთხვევაში, უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული საშუალებებით ერთი წვდომის წერტილიდან; და
(b) XVI დანართის მე-2 ან მე-3 დამატებაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციის შემთხვევაში, ელექტრონული საშუალებებით გამოქვეყნებისას, უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, შემავალი (gateway) ელექტრონულ ვებ-გვერდზე გადამამისამართებელი ბმულების საშუალებით.
2.
მხარეებს, მათ შორის, XVI დანართის მე-2 ან მე-3 დამატებაში ჩამოთვლილ მხარეებს, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თავიანთი შეტყობინებები გამოაქვეყნონ ელექტრონული საშუალებებით უფასოდ დაშვების ერთი წერტილიდან (single point of access).
3.
თუ ამ თავით სხვაგვარად არაა გათვალისწინებული, თითოეული შეტყობინება განზრახული შესყიდვის შესახებ, უნდა მოიცავდეს XVI დანართის მე-9 დამატებით განსაზღვრულ ინფორმაციას.
4. თითოეული მხარე, თავის შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას,ყოველი ფისკალური წლის დასაწყისში XVI დანართის მე-7 დამატებაში ჩამოთვლილ შესაბამის ბეჭდვით ან ელექტრონულ საშუალებაში გამოაქვეყნონ შეტყობინება მათი სამომავლო შესყიდვის გეგმების შესახებ
. დაგეგმილი შესყიდვის შესახებ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შესყიდვის საგანი და განზრახული შესყიდვის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების სავარაუდო თარიღი.
5.
XVI დანართის მე-2 ან მე-3 დამატებებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაგეგმილი შესყიდვის შესახებ შეტყობინება გამოიყენოს, როგორც განზრახული შესყიდვის შესახებ შეტყობინება, თუ დაგეგმილი შესყიდვის შესახებ შეტყობინება შეიცავს მე-3 პუნქტით განსაზღრვულ მაქსიმალურად ყველა ინფორმაციას და განცხადებას იმის შესახებ, რომ დაინტერესებულმა მიმწოდებლებმა საკუთარი დაინტერესება შესყიდვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უნდა გამოხატონ შემსყიდველი ორგანიზაცის მიმარ