ტექნიკური სპეციფიკაციები
1.
დაუშვებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ისეთი ტექნიკური სპეციფიკაციის შემუშავება, მიღება ან გამოყენება, ან შესაბამისობის შეფასების ისეთი პროცედურას დაწესება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მხარეებს შორის ვაჭრობისათვის ზედმეტი დაბრკოლებების შექმნას.
2.
საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ან მომსახურებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრისას, შემსყიდველი ორგანიზაცია:
(a) განსაზღვრავს ტექნიკურ სპეციფიკაციებს ექსპლუატაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების კუთხით და არა საპროექტო ან აღწერილობითი მახასიათებლების გათვალისწინებით; და
(b) ტექნიკური სპეციფიკაციების საფუძვლად იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის სტანდარტებს, ეროვნულ ტექნიკურ რეგლამენტებს[10]
, ეროვნულ სტანდარტებს ან სამშენებლო ნორმებს.
3.
თუ ტექნიკურ სპეციფიკაციებში გამოყენებულია საპროექტო ან აღწერილობითი მახასიათებლები, შემსყიდველმა ორგანიზაციამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიუთითოს, რომ იგი განიხილავს ეკვივალენტური საქონლის ან მომსახურების შესახებ იმ სატენდერო წინადადებებს, რომლებიც აშკარად აკმაყოფილებს შესყიდვის მოთხოვნებს, რისთვისაც სატენდერო დოკუმენტაციაში იყენებს ფრაზას - „ან ეკვივალენტური“.
4.
შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეიმუშავებს ისეთ ტექნიკურ სპეციფიკაციებს, რომლებიც მოითხოვს ან უთითებს ცალკეულ სასაქონლო ნიშანს ან სავაჭრო დასახელებას, პატენტს, საავტორო უფლებას, დიზაინს ან ტიპს, სპეციფიკურ წარმომავლობას, მწარმოებელს ან მიმწოდებელს, თუ არ არსებობს შესყიდვის მოთხოვნების აღწერის სხვა საკმარისად ზუსტი ან გასაგები ფორმა, იმ პირობით, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში გამოიყენებს ფრაზას – „ან ეკვივალენტური“.
5.
დაუშვებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, კონკურენციისათვის ხელშემშლელი ფორმით, რჩევისათვის იმ პირისადმი მიმართვა, ან იმ პირისაგან რჩევის მიღება, რომელსაც შესაძლოა კომერციული ინტერესი ჰქონდეს შესყიდვაში, თუ ასეთი რჩევა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კონკრეტული შესყიდვისთვის ნებისმიერი ტექნიკური სპეციფიკაციის მოსამზადებლად ან მისაღებად. ეს დებულება ხელს არ უშლის ამ მუხლით გათვალისწინებული წინასწარი საბაზრო კონსულტაციების წარმოებას.
6.
მეტი სიცხადისთვის, მხარეს, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით, ამ მუხლის შესაბამისად შეუძლია მოამზადოს, მიიღოს ან გამოიყენონ ტექნიკური სპეციფიკაციები ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების ან გარემოს დაცვის ხელშესაწყობა