სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შეცვლა

თუ ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია მონაწილე მიმწოდებლებისთვის მიწოდებულ შეტყობინებაში ან სატენდერო დოკუმენტაციაში შეასწორებს კრიტერიუმებს ან მოთხოვნებს, ან შეცვლის ან ხელახლა გამოაქვეყნებს შეტყობინებას ან სატენდერო დოკუმენტაციას, იგი წერილობით უგზავნის ყველა ასეთ ცვლილებას, ან შესწორებულ ან ხელახლა გამოცემულ შეტყობინებას ან სატენდერო დოკუმენტაციას:

(a) ყველა მიმწოდებელს, თუ ასეთი ცნობილია, რომლებიც შეცვლის, შესწორების ან ხელახალი გამოცემის მომენტში ტენდერში მონაწილეობენ, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, იგივე ფორმით, როგორც ეს თავდაპირველი ინფორმაციის მიწოდებისას მოხდა;

(b) საკმარისი დროით ადრე, რომ ამგვარ მიმწოდებლებს შესაძლებლობა მიეცეთ შეასწორონ და ხელახლა წარადგინონ შესწორებული სატენდერო წინადადებებ