ელექტრონული აუქციონი
1.
როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია აპირებს შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელებას ელექტრონული აუქციონის საშუალებით, აღნიშნული ორგანიზაცია ელექტრონული აუქციონის დაწყებამდე თითოეულ მონაწილეს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
(a) ავტომატური შეფასების მეთოდის შესახებ, მათემატიკური ფორმულის ჩათვლით, რომელიც შექმნილია სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე და რომელიც გამოყენებული იქნება ავტომატური რანჟირებისთვის ან ხელახალი რანჟირებისთვის აუქციონის მსვლელობის დროს;
(b) მისი ტენდერის ელემენტების ნებისმიერი თავდაპირველი შეფასების შედეგებს, როდესაც ხელშეკრულება უნდა დიადოს ყველაზე ხელსაყრელი სატენდერო წინადადების საფუძველზე; და
(c) აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია