მოლაპარაკებები
1.
მხარეს შეუძლია თავის შემსყიდველ ორგანიზაციებს მისცეს მოლაპარაკებების წარმოების უფლება:
(a) თუ ორგანიზაციას ამგვარი სურვილის შესახებ მითითებული აქვს განზრახული შესყიდვის შესახებ შეტყობინებაში, მუხლის 8.10 შესაბამისად;
(b) თუ შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ არცერთი ტენდერი ცალსახად არ აკმაყოფილებს შეტყობინებაში ან სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ კონკრეტულ შეფასების კრიტერიუმებს.
2.
შემსყიდველი ორგანიზაცია:
(a) უზრუნველყოფს, რომ მოპალარაკებებში მონაწილე მიმწოდებლების ნებისმიერი გამოთიშვა მოლაპარაკების პროცესიდან მოხდეს შეტყობინებაში ან სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით; და
(b) მოპალარაკებების დასრულების შემთხვევაში, განსაზღვრავს საერთო საბოლოო ვადას დარჩენილი მიმწოდებლებისათვის, რათა მათ წარადგინონ ახალი ან შესწორებული სატენდერო წინადადებებ