მიმწოდებლის საჩივრის განხილვის ეროვნული პროცედურები
1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს დროულ, ეფექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვის პროცედურას პროცესუალური ნორმების დაცვით, რომლის საშუალებითაც მიმწოდებელს შეუძლია , გაასაჩივროს:
(a) ამ თავით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევები;
(b) მხარის მიერ ამ თავის პირობების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომების მიუღებლობა, იმ შემთხვევაში, თუ მხარის ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მიმწოდებელს არ აქვს უფლება პირდაპირ გაასაჩივროს ამ თავის პირობების დარღვევა
გამოიყეება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვის კონტექსტში, რომლითაც მიმწოდებელი არის ან იყო დაინტერესებული. გასაჩივრების საპროცესო ნორმები უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
2.
თუ მიმწოდებელს შეაქვს საჩივარი პირველ პუნქტში განსაზღვრული დარღვევის ან შეუსაბამობის გამო და ამ საჩივრის მიზეზი წარმოშობილია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვის კონტექსტში, რომლითაც მიმწოდებელი არის ან იყო დაინტერესებული, შემსყიდველი ორგანიზაციაპირსა და მიმწოდებელს მოუწოდებს საჩივარი კონსულტაციების გზით გადაწყვიტონ.
3.
თითოეულ მიმწოდებელს საჩივრის მოსამზადებლად და წარსადგენად ეძლევა საკმარისი დრო, რომელიც, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები იმ დღიდან, როდესაც საჩივრის საფუძველი გახდა ცნობილი ან, ლოგიკიდან გამომდინარე, უნდა გამხდარიყო მიმწოდებლისთვის.
4.
თითოეული მხარე ქმნის ან ნიშნავს, სულ მცირე, ერთ მიუკერძოებელი ადმინისტრაციული ან სასამართლო ორგანო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება მხარის შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან (შემდგომში "განმხილველი ორგანო") და რომელიც მიიღებს და განიხილავს მიმწოდებლის საჩივარს, რომელიც განპირობებულია შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვებით.
5.
თუ თავდაპირველად საჩივარს მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განმხილველი ორგანოსგან განსხვავებული ორგანო განიხილავს, მხარე უზრუნველყოფს, რომ მიმწოდებელმა შეძლოს თავდაპირველი გადაწვეტილების გასაჩივრება ისეთ განმხილველ ორგანოში, რომელიც დამოუკიდებელია იმ შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომლის შესყიდვასთან დაკავშირებითაც გამოთქმულია საჩივარი.
6.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ისეთმა განმხილველმა ორგანომ, რომელიც არ არის სასამართლო, უზრუნველყოს საკუთარი გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა ან შეიმუშაოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ:
(a) შემსყიდველმა ორგანიზაციამ წერილობით უპასუხოს საჩივარს და ყველა შესაბამისი დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს განმხილველი ორგანოსთვის;
(b) პროცესის მონაწილეებს (შემდგომში „მონაწილეები“) უფლება აქვთ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე;
(c) მონაწილეებს უფლება ჰქონდეთ უფლება იყოლიონ წარმომადგენელი ან თანმხლები პირი;
(d) მონაწილეები დაშვებულ იქნენ სამართალწარმოების ყველა პროცესზე;
(e) მონაწილეებს ჰქონდეთ საჯარო სამართალწარმოების მოთხოვნის და მოწმეების წარდგენის უფლება;
(f) დავების განმხილველი ორგანო გადაწყვეტილებას იღებდეს ან რეკომენდაციას გასცემდეს დროულად, წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა განმარტავდეს თითოეული გადაწყვეტილების ან რეკომენდაციის საფუძველს.
7.
თითოეული მხარე აწესებს ან ინარჩუნებს პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს:
(a) სწრაფ დროებით ზომებს მიმწოდებლის შესყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად, კერძოდ, ტენდერის პროცესის შემაჩერებელ ზომებს. პროცედურები შეიძლება უზრუნველყოფდეს, რომ ასეთი ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნას ის უარყოფითი შედეგები, რითაც შეიძლება დაზარალდეს მიმწოდებლის შესაბამისი ინტერესები, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესები. უმოქმედობის სამართლიანი საფუძველი წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით; და
(b) გამოსასწორებელ ღონისძიებებს ან კომპენსაციას მიყენებული ზარალის ან ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც შეიძლება შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ტენდერისთვის მოსამზადებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებით ან საჩივართან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით, ან ორივეს ანაზღაურებით, თუ დავების განმხილველი ორგანო დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა ამ თავის პირობების დარღვევას ან უმოქმედობას პირველი პუნქტის მიხედვი